,,რატომ გადავდექი თავის დროზე?” -რა პასუხი აქვს ღარიბაშვილს

რატომ გადავდექი თავის დროზე? მე ასე ჩავთვალე იმ დროს საჭიროდ. წავედი, უბრალოდ დავისვენე, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას.

„მე ჩემს გამოსვლაში ავხსენი ყველაფერი, რატომ გადავდექი. ამის იქით დამატებით მიზეზებზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია. მე ასე ჩავთვალე იმ დროს საჭიროდ, ასეთი შეთანხმება მოხდა მაშინ კოალიციაში, გუნდის შიგქნით. წავედი, უბრალოდ დავისვენე,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის ჰკითხა – თუ რა იყო, მისი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის საფუძველი.

2015 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ირაკლი ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება სხვადასხვაგვარად შეაფასეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

იმ დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს ჟურნალისტები არ დასწრებიან. ყოფილი პრემიერის გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი – 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა
შემდეგი სტატიაწილოსანი-საბანკო რეგულაციებით ეროვნულმა ბანკმა გაყინა მშენებლობის სექტორი