მაჰმუდ აბასი: იერუსალიმი პალესტინის სამარადისო დედაქალაქია…

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, გამოეხმაურა პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი.

,,იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს სამარადისო დედაქალაქია… ის გაუძლებს ცვლილებების ნებისმიერი ინიციატივას,, აცხადებს მაჰმუდ აბასი.

პალესტინის ლიდერს მიაჩნია, რომ აშშ-მ მსგავსი გადაწყვეტილებით უარი თქვა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობაზე… ,,აშშ-მ ამ ნაბიჯით უარი თქვა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობაზე, რაც სამწუხაროდ ოკუპაციის პროცესს წააქეზებს და ესკალაციას გაზრდის,, აცხადებს აბასი.

banner
წინა სტატიაშიგუდაუთის სამხედრო ბაზის ტანკისტები მაიკოპის პოლიგონზე წვრთნებს გაივლიან
შემდეგი სტატია  ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტები ძეგლებს იდგამენ