ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტები ძეგლებს იდგამენ

მოლდავეთში რუსეთის მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, დეკემბრის დასაწყისში რუსებმა საკუთარი ჯარისკაცის რიგით მეხუთე ძეგლი გახსნეს.

რუსი ე.წ. ,,მშვიდობისმყოფელის,, მორიგი მონუმენტი, რომელიც ვიზუალურად  ზომბირებული ჯარისკაცის გამოსახულებას ჰგავს, ტირასპოლის რუსული გარნიზონის ოფიცერთა სახლის ტერიტორიაზე გაიხსნა.

ძეგლის იდეის ავტორების, დნესტრისპირეთში რუსული ოპერატიული ჯარების უფროსის დიმიტრი ზელენკოვისა და თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის იგორ სმირნოვის განცხადებით, მემორიალი საბჭოთა და რუსი ჯარისკაცების მიერ განვლილ ,,დიდებულ საბრძოლო გზას,, ეძღვნება.

banner
წინა სტატიაში მაჰმუდ აბასი: იერუსალიმი პალესტინის სამარადისო დედაქალაქია…
შემდეგი სტატიატრამპის გადაწყვეტილებამ თურქეთში საპროტესტო ტალღა გამოიწვია