მაჰათმა განდი ახალი ფიგურაა, რომელიც სააკაშვილთან გათანაბრებაში შემოიტანეს, როგორც ახალი ლეგენდა – ვოლსკი

მაჰათმა განდი ახალი ფიგურაა, რომელიც სააკაშვილთან გათანაბრებაში შემოიტანეს, როგორც ახალი ლეგენდა. აქამდე, ჯორჯ ვაშინგტონი, დავით აღმაშენებელი, ლუარსაბ მეფე და ბევრი სხვა გვყავდა, ახლა მაჰათმა განდის თემამ წამოიწია და ისტორიული პარალელების გავლება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს პროპაგანდა მიმართულია იქით, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს, თითქოს გარკვეულ დიდ მიზანს ემსახურება სააკაშვილის მომსახურება მაშინ, როცა მას თავისი ხედვა და პოლიტიკური გზა აქვს. ადრე, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა და მისი ძალისხმევა წყალში არ ჩაეყარა. კონკრეტული ტელევიზია ამას ყოველდღე აჟღერებდა. სააკაშვილის მოწოდება, რომ იშიმშილეთ და როგორმე აქედან დამიხსენით, იმ შედეგიდან გამომდინარეობს, რომელიც მის მიერ წამოწყებული აქციების წარუმატებლობამ მოიტანა. საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს, სად არის გადარჩენის საშუალება და რომელი ძალაა დესტრუქციის მომხრე. შედეგია ის, რომ მუდმივი პროცესი არ დავარდეს და როგორმე, სააკაშვილი თავის ჩადენილ დანაშაულზე ოთხ კედელში არ ჩავარდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ წალენჯიხას ლექსი მიუძღვნა Video
შემდეგი სტატიაადვოკატები 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძისა და ზაზა გოგავას ხელახლა დაკითხვას მოითხოვენ