ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ წალენჯიხას ლექსი მიუძღვნა Video

ჩხოროწყუს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე წალენჯიხაზეა შეყვარებული. მან თავისი ერთ-ერთი ლექსი წალენჯიხას მიუძღვნა.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს” წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და პარტია „საქართველოს” წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართული ოცნების” წევრებს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდეს. მოწოდებებს მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – კელი დეგნანთან ვისაუბრეთ ე.წ. 3+3 ფორმატზე, რომელიც რეალობაში 2+3 ფორმატია
შემდეგი სტატიამაჰათმა განდი ახალი ფიგურაა, რომელიც სააკაშვილთან გათანაბრებაში შემოიტანეს, როგორც ახალი ლეგენდა – ვოლსკი