მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელში მანგანუმით დატვირთულ სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს

გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელში მანგანუმით დატვირთული სატვირთო მანქანები გააჩერეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მანქანები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა გააჩერეს, „ჯორჯია მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიას ეკუთვნის.

ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებენ.

banner
წინა სტატიაში8 თვის ჩვილის მკვლელობა – არასრულწლოვან დედას ბრალს დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიაბათუმში ლექტორს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სტუდენტებთან საქმიანობის უფლება შეუჩერეს