მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლები და ხარვეზები სახელფასო პოლიტიკაში – IDFI-ის ანგარიში

წლების განმავლობაში, საქართველოს საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელმა სისტემამ განაპირობა არასამართლიანი და გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკა, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემაზე არსებული არასრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულაციები- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების სისტემის ანალიზი (2017-2018 წლები)

IDFI-ში აცხადებენ, რომ  საჯარო დაწესებულებებში არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა უსამართლობისა და მიკერძოებულობის განცდას იწვევდა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

– პრემიებისა და სახელფასო დანამატების უკონტროლო გაცემის ხარჯზე სხვადასხვა დაწესებულებაში იდენტური თანამდებობისათვის მნიშვნელოვნად განსხვავებული ოდენობის შრომის ანაზღაურების არსებობა;

– უკონტროლო პრემიებისა და სახელფასო დანამატების ხარჯზე კონკრეტულ პოზიციებზე გაცემული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შეუსაბამობა მისი ზემდგომი თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურებასთან;

– საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებთან შეუსაბამოდ მაღალი და დაუსაბუთებელი პრემიების და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა.

კვლევა ვრცლად: https://idfi.ge/ge/income_analyses_of_high_ranking_officials_in_georgia

banner
წინა სტატიაში​მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო, იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ – რომან კაკულია “იბერიას” საქმეზე
შემდეგი სტატიაფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა