“მაღალი ალბათობით, დამკვეთი არის კალაძე”, – სერგო რატიანი კორცხელში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

დეპუტატების ცემაზე შეფასებები კეთდება პარლამენტში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თქმით, ზონდერ ჯგუფის წევრებმა იციან, რომ მათ ხელისუფლებაში ჰყავთ პატრონი.

“დამკვეთი არის ხელისუფლებაში. დამკვეთის გამოვლენის გარეშე ბუნებრივია შეუძლებელია ამ საქმის გახსნა, სწორედ ამიტომ აპროტესტებენ იმ ზონდერ ჯგუფის წევრები და მხარდამჭერები გუშინ და აყენებდნენ თავიანთ ულტიმატუმებს. მათ აქვთ ამის საფუძველი იმიტომ, რომ იციან ხელისუფლებაში არის მათი პატრონი. მაღალი ალბათობით დამკვეთი არის კალაძე და ესა რის მისი პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი”, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაში,,ლორთქიფანიძის „პიჯაკი“ უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა”
შემდეგი სტატიატარიელ ხეჩიკაშვილმა წყალბურთელ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა