ტარიელ ხეჩიკაშვილმა წყალბურთელ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

პორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილესთან, შალვა გოგოლაძესთან ერთად „ოლიმპიკის” საცურაო აუზს ესტუმრა და საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

მინისტრმა და საწყლოსონო სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ახალაგზრდული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა განიხილეს. შეხვედრას ეროვნული ნაკრების წევრებიც ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა თბილისის “ოლიმპიკის” აუზში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატებით ითამაშა და მოიპოვა საგზური ფინალური ეტაპის, რომელსაც სექტემბერში ჰოლანდია უმასპინძლებს. გელა ტუკვაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები საფრანგეთის, სლოვაკეთის, ბელორუსის და ფინეთის ნაკრებები იყვნენ. ფინალური ეტაპის საგზური კი საქართველომ და სლოვაკეთმა მოიპოვეს

banner
წინა სტატიაში“მაღალი ალბათობით, დამკვეთი არის კალაძე”, – სერგო რატიანი კორცხელში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს
შემდეგი სტატიათბილისში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია მიმდინარეობს