მაგდა პაპიძის პროცესი ხვალ ომარ ქაფიაშვილის დედის დაკითხვით გაგრძელდება

მაგდა პაპიძის პროცესი ხვალ ომარ ქაფიაშვილის დედის დარეჯან მინდიკაურის დაკითხვით გაგრძელდება. მინდიკაურის დაკითხვა სამუშაო საათების ამოწურვის გამო შეწყდა.

მოწმემ მკვლელობის ღამის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც დარეჯან მინდიკაურმა განაცხადა, სარდაფში შესაკეთებელი არაფერი ჰქონდათ, რასაც ურო დასჭირდებოდა.

მისივე ჩვენებით, კორიდორი მოწმენდილი და სისხლიანი იყო მიცვალებულები ომარ ქაფიაშვილი და თორნიკე ქაფიაშვილი სახლის ტანსაცმელში. ომარ ქაფიაშვილს ფეხსაცმელები არ ეცვა.

სასამართლო პროცესზე, მანამდე ოთარ ბერძენიშვილი დაიკითხა. ამ ნაწილში სხდომა დაიხურა.

ადვოკატ მარიკა ფხალაძის განცხადებით, ბერძენიშვილის ჩვენებამ პროკურატურის არგუმენტები ვერ გაამყარა.

“ბერძენიშვილმა თქვა, რომ სამომავლოდ მაგდასთან ურთიერთობას ან ოჯახის შექმნას არ გეგმავდა. თუ რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ ვერ გეტყვით”, – განაცხადა ფხალაძემ.

პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, ბერძენიშვილმა პაპიძესთან ინტიმური ურთიერთობა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი NDI-ის შემფასებელთა მისიას შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ვიზალიბერალიზაცია სექტემბრამდე გადაიდო