მაგდა პაპიძის პატიმრობის ვადა დღეს გახდება ცნობილი

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის პატიმრობის ვადა დღეს გახდება ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილება 11.00 საათზე გამოცხადდება. ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მაგდა პაპიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა 4 ივლისს გამოიტანეს და იგი დამნაშავედ ცნეს.

ამასთან, პაპიძის მოთხოვნის მიხედვით, მოსამართლე სასჯელზე გადაწყვეტილებას ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე მიიღებს.

მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე და დაცვის ორი მოწმე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაარჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა