არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა

ამერიკაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს არც უნახავს და არც მისალმებია. პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით ზალკალიანმა გააკეთა.

”ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს”, – განაცხადა ზალკალიანმა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლოა გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

თავის მხრივ, არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე დაბრუნდა. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან წუხელ ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

”კომენტარს არ ვაკეთებ. ტყუილად გარჯილხართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ”, – განუცხადა გეგეშიძემ ჟურნალისტებს.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.

გეგეშიძის აღნიშნულ განცხადებას გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ”არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება” უწოდა.
”არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა“, – მიიჩნევს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის პატიმრობის ვადა დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მოსალოდნელ არჩევნებს შეეხება- ალასანია ჯონ კერის ვიზიტზე