მაგდა პაპიძის და ზეწოლაზე საუბრობს

news
ავტ.: news აპრილი 7, 2016 14:26

მაგდა პაპიძის და ზეწოლაზე საუბრობს

27 წლის ქმრისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის და ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მაგდა პაპიძის დამ – ლანა პაპიძემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ გამოაქვეყნა მტკიცებულებები, ახლა კი მათ უკრძალავს საუბარს.
„აქ ჩემი დის სიცოცხლე წყდება. ჩვენ ნამდვილად, ყველანაიარად თავს ვიკავებთ, რომ ზედმეტი არაფერი გველაპარაკა. თუმცა არ იყო ლამაზი თავიდანვე რომ გამოაქვეყნა პროკურატურამ ბევრი რამ ჩემი დის გამო ყველაფერს გავაკეთებთ. რომ მეტყვის არ მისცეთ ინტერვიუ, არ ვაძლევ. ახლა რაღაც პატარა ზეწოლები ვიგრძენი, რადგან გვიკრძალავენ ელემენტარულად პასუხის გაცემას. რატომ? როცა შენ ამხელა ტყუილს მიმჟღავნებ ჩემს ოჯახზე, მე არ მაქვს უფლება ჩემი ოჯახი დავიცვა? გამოდის მეზობელი, დედამთილი, აბსურდს ლაპარაკობს და მე ჩემი ოჯახის თავმოყვარეობა არ უნდა დავიცვა?” – განაცხადა ლანა პაპიძემ.

დღეს ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა.

news
ავტ.: news აპრილი 7, 2016 14:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,494
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics