პანამას პრეზიდენტმა ოფშორების გამოძიების პირობა დადო

პანამას პრეზიდენტმა ოფშორების გამოძიების პირობა დადო

panamaprezidentiპანამა დამოკიდებელ კომისიას შექმნის ოფშორებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის შესასწავლად – განაცხადა პანამის პრეზიდენტმა, Reuters-ი წერს.
„პანამის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, დამოუკიდებელ კომისიას შექმნის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულს, რომელიც მიმდინარე პრაქტიკას შეაფასებს და განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომელსაც სხვა ქვეყნებს გავუზიარებთ გამჭვირვალე ფინანსური და სამართლიანი სისტემის გასამტკიცებლად“ – განაცხადა ვარელმა.
როგორც ქვეყნის მეთაურმა განაცხადა, მთავრობა აპირებს დაამტკიცოს, რომ ოფშორების პრობლემა ბევრი ქვეყნისთვის საერთოა, ასევე დაამატა, რომ პანამა თანამშრომლობას განაგრძობს სასამართლო სისტემასთან ოფშორებშის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის კუთხით.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 3 აპრილს ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმმმა ე.წ. „პანამური დოკუმენტები“ გამოაქვეყნა, სადაც ოფშორში დარეგისტრირებული ცნობილი ადამიანების და კომპანიების მიერ არადეკლარირებულ ფიუნანსურ მდგომარეობაზე იყო საუბარი.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის და ზეწოლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაიმიერკარპატები კიევს ავტონომიას სთხოვს