მაგდა მაღრაძე ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” კონფერენციას აფასებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია დასრულდა. კონფერენცია სახელწოდებით ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ფონდის 16 მილიონიანი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
კონფერენცია ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა გახსნეს.
პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დუალური განათლების სისტემაზე ისაუბრა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ეკონომიკის მინისტრმა კი თავის სიტყვით გამოსვლაში დასაქმების მაჩვენებლის ზრდაში, პროფესიული განათლების როლზე გაამახვილა ყურადღება.
ინვესტირება პროფესიულ განათლებაში და პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებაში – ეს ორი თემა გახლდათ პლენარული სესიების თემა სადაც მთავრობის წევრებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად პროფესიული განათლების პროვაიდერები და დაინტერესებული პირებიც მონაწილეობდნენ.
დღის ბოლოს კი პარალელური სესიების ფარგლებში კი სამი შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა საჯარო- კერძო პარტნიორობა (PPP) პროფესიულ განათლების სისტემაში; პროფესიულ განათლებაში ჩართულობასა და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე იმსჯელეს.
,,კონფერენციას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი კერძო სექტორი შემოვიყვანოთ პროფესიული განათლების სისტემაში და უშუალოდ მათგან მოვისმინოთ რა მოთხოვნები აქვთ. ასევე შევქმნათ პლატფორმა სადაც კერძო სექტორი, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და პროფესიული განათლების პროვაიდერები დასხდებიან და ისაუბრებენ დღეს არსებულ საჭიროებებზე; განიხილავენ იმ რეფორმებს, რომელსაც სთავაზობს საქართველოს მთავრობა და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს. კონფერენცია წელს პირველად ჩატარდა თუმცა ყოველწლიურ სახეს მიიღებს. წელს სრულად ჩვენ დავაფინანსეთ თუმცა მომავალი წლიდან კერძო სექტორის თანადაფინანსებით გაიმართება. გვაქვს ამბიცია რომ მომავალი წლიდან უკვე რამდენიმე დღის განმვალობაში მიმდინარეობდეს კონფერენცია და აუცილებლად გამოვიტანთ ფართო განხილვის საგნად წარმატებულ, ჩვენს მიერ დაფინანსებულ მაგალითებს აღნიშნული მიმართულებით განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშინიცას მძღოლი-მკვლელის ბიძა მის ტუნისში დასაფლავების წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაამერიკელი სენატორის ფოტოზე ანომალია შეამჩნიეს