ამერიკელი სენატორის ფოტოზე ანომალია შეამჩნიეს

7ამერიკელმა პოლიტიკოსმა მაიკ პენსმა, “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ოჯახთან ერთად სადილობს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ფოტოზე უჩვეულო დეტალი შეამჩნიეს: პენსის მაგიდასთან სარკე კიდია, სადაც პოლიტიკოსი ირეკლება, თუმცა, სარკეში არ ჩანს მისი შვილი, რომელიც მის გვერდით ზის – The Independent-ი წერს.

მაიკ პენსი ამერიკელი პოლიტიკოსია და რესპუბლიკური პარტიის წევრი. ის ინდიანას შტატის გუბერნატორია 2013 წლიდან. 15 ივლისს დონალდ ტრამპმა ის თავსი პოტენციურ ვიცე-პრეზიდენტად წამოაყენა.
დონალდ ტრამპს, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს რესპუბლიკელებიდან პრეზიდენტობის კანდიდატობა. ეროვნული კონვენტები, რომელიც რესპუბლიკელების და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებს გამოავლენს, 18-21 და 25-28 ივლისს გაიმართება.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიმაგდა მაღრაძე ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” კონფერენციას აფასებს
შემდეგი სტატია(ვიდეო) ქალთა უფლებები საუდიში – სამართალდამცველების მიერ გადაღებული ანიმაცია