„მაესტროს“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

„მაესტროს“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ტექნიკური ჯგუფი და ჟურნალისტები სამუშაოს დაუბრუნდნენ. ეთერში 6-საათიანი „კონტაქტი“ და გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ გავიდა.

დღეს “მაესტროს” თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით გაიფიცნენ. “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელი, გია გაჩეჩილაძე მათ შეხვდა და ხელფასების დროულად გაცემის პირობა მისცა.

თათბირზე გაირკვა, რომ ხვალ, 11,00 საათზე დამფუძნებელთა კრება გაიმართება, სადაც ტელევიზიის ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი გადაწყდება. დირექტორობის კანდიდატია ზურაბ ნაყეური.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა 14 მაისს გაიმართება
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლა, აბსოლუტურად სამართლიანია