ნუკრი ქანთარია: არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლა, აბსოლუტურად სამართლიანია

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შესახებ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

უკრი ქანთარიას აზრით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული მისია შეასრულა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ასე ხანგრძლივად არც ერთი პარტია არ დარჩენილა. ყველა მალევე იშლებოდა, კოალიციამ კი აიღო პასუხისმგებლობა რის შედეგადაც 4 წელი შევძელით და ვიმუშავეთ ერთად. დადგა ახალი ეტაპი და ამანაც ჩაიარა. ლოგიკურია, რომ როდესაც მისია შესრულდა და ამოიწურა გარკვეული ამოცანები და ინტერესები, რეალობის წინაშე დადგა კოალიცია, რომ არჩევნებზე ცალ-ცალკე გასულიყო და ეს გადაწყვეტილებაც მგონი აბსოლუტურად სამართლიანია. ხელოვნურად არაფრის შენარჩუნებას მივესალმები, რადგან ის აუცილებლად იჩენს თავს ადრე თუ გვიან“,- განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში„მაესტროს“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
შემდეგი სტატიაპოროშენკო: არადეკლარირებულ ოფშორებს იურისტები ახსნიან