“მაესტროს” დამფუძნებლები, მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები, მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა, “მაესტროს” დამფუძნებლები შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:

ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს.
მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე.
მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე.
უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა.
მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი- ზვიად ზუბიაშვილი.
იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწვეტ მაუწყებლობას”,-ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე-როსტოვის ავიაკატასტროფა მოგება თუ უსაფრთხოება?
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სისტემური დანაშაულები არ გრძელდება