ირაკლი ალასანია: არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სისტემური დანაშაულები არ გრძელდება

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სისტემური დანაშაულები არ გრძელდება, – ასე ეხმაურება “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია ძალიან მალე გამართავს თავისი ხედვის პრეზენტაციას, “თუ როგორ უნდა ამოვიდეს საქართველო ამ წუმპედან”.

“ეს არის, როგორც წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ასეთი სისტემური დანაშაულებები დაიგეგმა და მათ ამისთვის პასუხი არ უგიათ, ისე დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოება, ჩვენ ყველა ვერ აგვარიდა ასეთ თავდასხმას. აბსოლუტურად არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ასეთი სისტემური დანაშაულები არ გრძელდება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. საჭიროა, ტრანსფარანტული, ღია მეთოდები სამოქალაქო და საპარლამენტო ზედამხედველობის”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“მაესტროს” დამფუძნებლები, მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიასაფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს