“მადლობა გიორგი გახარიას” – დავით ფარცვანია თანამდებობას ტოვებს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, დავით ფარცვანია თანამდებობას ტოვებს. ის გადადგომასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს “დროებით” ემშვიდობება.

“ამ დროის მანძილზე პირადად ვნახე და დავრწმუნდი, როგორი თაობა გვეზრდება – ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავისუფლების, შრომის ფასი, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, ფიქრობენ და ღელავენ მის მომავალზე. წლების შემდგომ ამ თაობამ უნდა გადაიბაროს და განაგრძოს ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე სათანადო გარემოს შექმნით და განათლების სფეროს ხელშეწყობის და რეფორმირების გაგრძელებით. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ამ დარგის გულშემატკივრად, რადგან განათლება ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”, – წერს დავით ფარცვანია.

ის მადლობას უხდის ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, რომ ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მისცა “მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ – რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს”.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი: სასამართლოს რეფორმა უნდა დაიწყოს იმით, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან
შემდეგი სტატიაირაკლი ბენდელიანი: პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის