“მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისთვის თქვენ და თქვენს გუნდს,რომლებიც არ შეუშინდით არანაირ წინააღმდეგობას” – ზაზა სარალიძე ადვოკატებს მიმართავს

“იშვიათი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც თავად გადაწყვიტა დამდგარიყო სასტიკად დამამძიმებელ გარემოებაში მოკლული ბავშვის დასაცავად და არ შეუშინდა არანაირ დაბრკოლებას.
თავიდანვე კარგად ქონდა გაცნობიერებული რასთან ქონდა საქმე და რა ბრძოლა მოუწევდა.
იცოდა,რომ სისტემას დაუპირისპირდებოდა და ურთულესი გზის გავლა აირჩია უშიშრად და შეუპოვრად.
ნესტან ლონდარიძე – ადამიანი რიმელმაც დღეს თავისი სათქმელი უთხრა ყველა უწყებას და დაანახა,რომ სიმართლის გზით სიარული ეს უკვე გამარჯვებაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
არაერთხელ დამანახა ნესტანიმ და მისმა გუნდმა,წაქცეული და მართალი ადამიანი ყოველთვის დადგება ფეხზე.
მე ის არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას და ყოველ დღე წარმაწებულად მივიწევდით წინ.
არაერთხელ გამაოცა თქვანმა მიდგომამ ამ საქმისადმი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ალეკო ცქიტიშვილი!
ადამიანი,რომელსაც რამოდენიმე წლის წინ შვილი დაეღუპა თბილისის ზღვაზე.
შვილ მკვდარი მამა!
რომელიც დღესაც დაუღალავად იბრძვის თავის გუნდთან ერთად,რომ ანალოგიური სიკვდილიანობა არ განმეორდეს და იგივე სხვა ოჯახმაც არ გადაიტანოს.(იცურე მშვიდად)

ადამიანის უფლებათა ცენტრი!
ადამიანებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია,რომელმაც არა ართ სამართლზე დაადგინა ჭეშმარიტება და დაადგენს კიდევ.

ქალბატონო ნესტან და ბატონო ალეკო!

მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისთვის თქვენ და თქვენს გუნდს,რომლებიც არ შეუშინდით არანაირ წინააღმდეგობას და ვერავინ და ვერაფერმა ვერ მოახდინა გავლენა თქვენზე და თქვენ ორგანიზაციაზე.
კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი თქვენს ადამიანობაზე და სიტყვებსაც ვერ ვპოულობ იმ მადლიერების გადმოსაცემად რაც სრულად მინდა ვთქვა.

წინ კიდევ დიდი ბრძოლა გველის და იმედია მალე სრული ჭეშმარიტება დადგინდება.

დღეს თქვენ გაიმარჯვეთ!
და თქვენთან ერთად სიმართლის დადგენაში ყველა მონაწილე პირმა გაიმარჯვა!
დღეს ყველა ოჯახმა გაიმარჯვა ვისაც სიმართლე სწყუროდა!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სიმართლის გზაზე!” – წერს ზაზა სარალიძე

banner
წინა სტატიაში„ყველას ვინაობა ვიცი“ – ვინ არიან საქართველოში რუსეთის გავლენის აგენტები
შემდეგი სტატიამიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა – იუსტიციის სამინისტრო