„ყველას ვინაობა ვიცი“ – ვინ არიან საქართველოში რუსეთის გავლენის აგენტები

ფონდმა – „თავისუფალი რუსეთი“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რუსული სცენარების შესაძლო განვითარებას და ასევე, იმ სავარაუდო გეგმებზეა საუბარი, რომელი გეგმებიც კრემლმა შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენოს. აქვე, აღნიშნულია, რომ ეს გეგმა საქართველოში უკვე მოქმედებს. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საბჭოთა სუკ-ის ბევრი ყოფილი ოფიცერი და რუსეთის სპეცსამსახურების ერთგული თანამშრომელი საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდა. იმას, რომ საქართველოში რუსული აგენტურრა გააქტიურებულია, „თაიმერს“ უშიშროების ყოფილი თანამშრომელიც უდასტურებს.

„რუსული გავლენის აგენტები პირდაპირ სტრუქტურებში არიან ჩანერგილები,“ – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.
კითხვაზე, თუ რომელ სტრუქტურებში არიან რუსეთის გავლენის აგენტები ჩანერგილები, ჩვენი რესპოდენტი ასე გვპასუხობს:
„- პირდაპირი დასახელება არ შეიძლება, მაგრამ მინიშნებას მაინც გავაკეთებ: კარგი იქნება, თუ ჩვენი კონტრდაზვერვა პრეზიდენტის, დედაქალაქის საკრებულოსა და ძალოვანი უწყებების აპარატით დაინტერესდება. მოიკითხონ, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს რა სასწავლებლები აქვთ დამთავრებული. ბოლოს და ბოლოს, დროა, ლუსტრაციის კანონი ამოქმედდეს და ამ ხალხს, მინიმუმ, თანადებობების დაკავება აეკრძალოს, მაგრამ იმას, რასაც ვამბობ, ხელისუფლება `ორი ყურის~ პრინციპით უდგება და ზომებს არ იღებს.

ჩვენი შეიარაღებული ძალები ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის და ხომ შეიძლებოდა, ამ ხნის განმავლობაში ეროვნული კადრები გაზრდილიყვნენ და თანამდებობაზე ისინი დანიშნულიყვნენ და არა _ ყოფილი საბჭოთა ოფიცრები, თან რიგით კი არა, გავლენიან თანამდებობებზეა ლაპარაკი.
– მაგალითად?
– ვთქვათ, სახმელეთო ჯარების სარდალი, კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი… ბრალს არავის ვდებ, მაგრამ როცა ადამიანს განათლება რუსეთში აქვს მიღებული, გავლენიან თანამდებობაზე რატომ უნდა ინიშნებოდეს? ამ ხალხს ნასამართლეობაზე არ ამოწმებენ? – როცა ძალოვან უწყებაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნები, ნასამართლევი არ უნდა იყო, რადგან იურისპრუდენციაში დანაშაულის რეციდივის ცნება არსებობს. სხვათა შორის, როცა ადამიანს უმაღლეს თანამდებობაზე ნიშნავ, ყურადღება მის მორალურ პასუხისმგებლობასაც უნდა მიაქციო – ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევისგან დაცული არავინაა, მაგრამ როცა საჭესთან ნასვამი ზიხარ და ამის გამო ადამიანი შემოგაკვდება, ეს მორალური პასუსიხმგებლობა არაა?“

ამას გარდა, ჩვენი ინკოგნიტო რესპოდენტი ერთ საინტერესო ისტორიას გვიყვება და გვეუბნება, რომ ამ ისტორიის მთავარი პერსონაჟი რუსეთის გავლენის აგენტია:

„90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლება ამბობს, რრომ პროდასავლური კურსის გამტარებელია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, უშიშროების ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანი მუშაობდა, რომელიც რუშაილოს მეგობარია.

იმასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთი ქართველმა გენერალმა, რომელიც 90-იან წლებში იგორ გიორგაძის მოადგილე იყო, თავის დროზე მოსკოვში ჩვენი წყარო, რომელიც „გე-რე-ვე-ზე“-დან – რუსეთის ამიერკავკასიის ჯარების სარდლობიდან ინფორმაციას გვაწვდიდა, „ჩაუშვა“. მეკავშირე კი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მე-8 განყოფილების თანამშრომელი იყო, საკუთარ სახლში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა – მომიტევეთ და, ნარწყევმა დაახრჩო… გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, ეს მეკავშირე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც სასტიკად სცემეს და, როგორც თვითონ ამბობდა, თავდამსხმელებმა მიაძახეს, შენი მოკვლა არ უბრძანებიათო.
უშიშროების სისტემაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და ყველას გვარ-სახელი ვიცი.
ზოგადად, კადრებიდან ყველაზე კარგად ჩანს, ვინ ვისი დავალების შემსრულებელია. თუ ჩინოვნიკის წარსული სუფთა არ არის, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.“

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და ქვეყანაშიც, თუნდაც დავით გარეჯთან მიმართებაში, მყიფე სიტუაციაა, ზოგს აქვს შიში, რომ ამ ყველაფერს რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს და საქართველოს ცეცხლს კიდევ გაუხსნის, თუმცა ჩვენი რესპოდენტი ვარაუდობს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი აღარ იქნება რუსეთი საქართველოში სხვა ხერხს გამოიყენებს. ამ კონტექსტში ახსენებს ჩვენი წყარო ლევან ვასაძეს, რომელიც სხვათა შორის, ხელისუფლებას დამხობით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ივნისის ბოლოს „თბილისი პრაიდი“ ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშირეზოლუციები ჩვენი დიპლომატიური პოზიციის გამყარების საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი კომპონენტია
შემდეგი სტატია“მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისთვის თქვენ და თქვენს გუნდს,რომლებიც არ შეუშინდით არანაირ წინააღმდეგობას” – ზაზა სარალიძე ადვოკატებს მიმართავს