მაჭარაშვილი – საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული განცხადებები ხელისუფლებისთვის იქნება სამუშაო დღის წესრიგი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოთქმული ნებისმიერი სახის კრიტიკული განცხადება იქნება სამუშაო დღის წესრიგი, ოპოზიციისთვის კი, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი შარლ მიშელის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორების რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.

„ამავე დროს, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ვალდებულებები საზოგადოების წინაშე მართლმსაჯულების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში არსებობს შესაბამისი რესურსი, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები. სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმებაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი საერთოდ არ აქვს მოწერილი. ოპოზიციის ნაწილს მოვუწოდებთ, გადაწყვეტილებები ობიექტურად მიიღონ. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს და ამბობს, რომ დოკუმენტს „ქართული ოცნება“ არღვევს, ეს კიდევ ერთი დასტურია მათი ბუნების, რომ ისინი ნორმალურს ხელს არაფერს აწერენ, მაგრამ ყველანაირ დესტრუქციაზე მიდიან. ამას საზოგადოება პასუხს შემოდგომაზე თავად გასცემს. 2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების რეფორმას თანმიმდევრულად მივყვებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების, ეუთო-სა და ოდირის რეკომენდაციებს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ვახტანგ გომელაური სამინისტროდან ეტყვის რადიკალურ ოპოზიციას, რომ არ გადადგება