მაჭარაშვილი – ვახტანგ გომელაური სამინისტროდან ეტყვის რადიკალურ ოპოზიციას, რომ არ გადადგება

ნაცვლად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას შს მინისტრისთვის მწვავე კითხვები დაესვა და პასუხები მოესმინა, თქვეს, რომ ვახტანგ გომელაურისგან თანამდებობიდან მისი გადადგომის გარდა, სხვა პასუხები არ აინტერესებთ. ამისთვის პარლამენტში შს მინისტრის მოსვლა საჭირო არ არის, რადგან მათ სამინისტროდან ეტყვის, რომ არ გადადგება, ვინაიდან ამის არგუმენტი არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, შს მინისტრის მოსმენა არ გამართულიყო.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ ვახტანგ გომელაურს არ მისცეს საშუალება, კითხვებზე პასუხები გაეცა. „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება შემოდგომაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძლიერად ვერასოდეს იქნება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული განცხადებები ხელისუფლებისთვის იქნება სამუშაო დღის წესრიგი
შემდეგი სტატია“აქ უნდა ყოფილიყო პრემიერ- მინისტრის გამოსვლა”- “მთავარი არხის” პროტესტი ღარიბაშვილს