მაჭარაშვილი – სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“

შერიგება და ამნისტია მაშინ ხდება, როცა მხარეებს უნდათ, მომავალში ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას და იყოს ოპოზიციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ცდება ის, ვისაც მათი გულწრფელობის სჯერა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მეთოდები დაუძველდა, მისი ყველა პოლიტიკური ხრიკი საზოგადოებამ კარგად იცის. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია, იგივე ნიკა მელიას განცხადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს. მისი ეს განცხადება თავად სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელმაც ცარიელ დღის წესრიგში სასწრაფოდ შემოაგდო ე.წ. შერიგების საკითხი, რისიც არავის სჯერა. შერიგება და ამნისტია მაშინ ხდება, როცა მხარეებს უნდათ, მომავალში ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას და იყოს ოპოზიციაში. აპირებს, რომ ნებისმიერი მეთოდებით იბრძოლოს ხელისუფლების დაბრუნებისთვის და ამ ფონზე თუ ვინმეს სჯერა მათი გულწრფელი შერიგების, ძალიან ცდება. პრაქტიკულად, დღეს ისეთი სურათი მივიღეთ, როცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ ეტაპზე, თუ რომელიმე პარტიას ე.წ. შერიგება სურს, პარლამენტში მობრძანდეს, აღიაროს პარლამენტის ლეგიტიმურობა და ამის შემდეგ შეიძლება მათი გულწრფელი სურვილი დავინახოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

წინა სტატიაშიროგორ აბოლებს „ფეიკნიუსების“ მოყავრული ე.წ. რედაქტორი საზოგადოებას
შემდეგი სტატიააჭარაში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა