როგორ აბოლებს „ფეიკნიუსების“ მოყავრული ე.წ. რედაქტორი საზოგადოებას

ფეიკნიუსები 21-ე საუკუნის საინფორმაციო სენია, მაგრამ ეს სენი ორჯერ უფრო მომაკვდინებელია, როცა ცრუ და ყალბ ინფორმაციას ჟურნალისტი ავრცელებს, ტანაც უბრალოდ, რიგითი ჟურნალისტი კი არა, არამედ, ყოველდღიური გამოცემის რედაქტორი, თანაც ისეთი გამოცემის რედაქტორი, რომელ გამოცემასაც პრეტენზია ობიექტურობაზე აქვს.

მოკლედ, საქმე შემდეგშია: ერთ-ერთი ქართული ყოველდღიური გაზეთის ქალბატონმა რედაქტორმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ისეთი, როგორც იტყვიან, მამალი ტყუილი გააზიარა, რომ ბავშვებიც კი სიცილით გაიგუდებოდნენ. კერძოდ, ქალბატონი რედაქტორი, რომელიც, დიდი ალბათობით, იმასაც ვერ ხვდება, როგორ კეთდება „ფოტოშოპით“ ყალბი ფოტოები, აზიარებს ფეიკს, რომ ახალ წელს წალენჯიხაში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.

ამ ფეიკნიუსის მიხედვით, თითქოს წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ თქვა, რომ კონცერტში ისეთ ცოცხალი ლეგენდები მიიღებენ მონაწილეობას, როგორიც, მაგალითად, ლელა წურწუმიაა. აქ დასაძრახი არაფერია, მაგრამ ყალბი ნიუსია. ერთ სიტყვით, თვალნათელია, რომ ეს „ნიუსი“ „ფეიკი“ და გია ხარჩილავას მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს, მაგრამ ქალბატონი რედაქტორი, რომელიც ჟურნალისტიკაში, ალბათ, ისე ვერ ერკვევა, როგორც მაგალითად, ბებიაჩემი კოსმონავტიკაში ვერ ერკვეოდა, ამ „ფეიკს“ დიდი სიხარულით აზიარებს და არც იმას აქცევს ყურადღებას, რომ მისი გაზიარებული ფოტონიუსი „ფოტოშოპშია“ „შეთითხნილი“.

რა მიზანს ემსახურებოდა ქალბატონი ე.წ. რედაქტორისაგან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ამის ახსნა მარტივია, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ „ფეიკნიუსების“ მოყვარული ადამიანები თავს მედიამენეჯერებად ასაღებენ და ხალხს ცრუ ინფორმაციებით „აბოლებენ“. ჰოდა, ქალბატონო ე.წ. რედაქტორო, ჟურნალისტურ რეპუტაციას გაუფრთხილდით, თორემ თქვენი გამოცემის ისედაც ნულოვანი რეიტინგი მალე შესაძლოა, პლინტუსს ქვემოთ აღმოჩნდეს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“