მაჭარაშვილი – გიორგი გახარიამ კახა კალაძის გამოწვევა წააგო

გახარიამ კალაძის გამოწვევა წააგო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, ნარკოტესტის ანალიზის საერთაშორისო ლაბორატორიაში გაკეთების თაობაზე.

მაჭარაშვილის თქმით, ამ საკითხზე გახარიამ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა და ეჭვი გააჩინა.

“კახა კალაძის ეს ძალიან მარტივი შეთავაზება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს ოპოზიციონერმა კანდიდატებმა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ამ ეტაპზე იმდენად გაწელა და იმდენად ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, კითხვებზე პასუხების ნაცვლად, რომ მგონი უკვე დიდი ინტერესიც აღარ იქნება მისი ნარკოტესტის პასუხებთან დაკავშირებით, რადგან თეოროულად და პრაქტიკულად, საზოგადოების წინაშე კალაძის ეს გამოწვევა მან უკვე წააგო. მან იმდენად გაწელა და მთავარ საკითხად აქცია ეს, რომ საზოგადოებას ბუნებრივად ეჭვები გაუჩნდა, თუ რატომ არ აკეთებს ამას და ახლა, როცა უცხოეთში გარბის, რომ სხვაგან ჩაიტაროს ეს ტესტი, ბუნებრივად ჩნდება ეჭვები, რომ მას არ სურდა ნარკოტესტის ჩატარება,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს
შემდეგი სტატიაივანე ჩხაიძე – არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მე-4