მაწანწალა ძაღლებს დაითვლიან

news
: news იანვარი 5, 2015 16:06

მაწანწალა ძაღლებს დაითვლიან

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მერიის სსიპ-ის, "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" ინფორმაციით, 2015 წელს თბილისში ქუჩის ძაღლებს დათვლიან. სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ ფხალაძის ინფორმაციით, თბილისში ქუჩის ძაღლები 2007 წლის შემდეგ აღარ დაუთვლიათ.

სხვა სტატიები

თბილისის მერიის სსიპ-ის, “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ინფორმაციით, 2015 წელს თბილისში ქუჩის ძაღლებს დათვლიან. სააგენტოს ხელმძღვანელის  თემურ ფხალაძის ინფორმაციით, თბილისში ქუჩის ძაღლები 2007 წლის შემდეგ აღარ დაუთვლიათ.

რაც შეეხება იმას, მომრავლდნენ თუ არა ე.წ. მაწანწალა ძაღლები, ფხალაძის ვარაუდით, ძაღლთა რაოდენობა პირიქით, შემცირდა.

“მოქალაქეები 112-ზე რეკავენ და გვეუბნებიან ძაღლების შესახებ. შემდეგ, ჩვენი ბრიგადები გადიან. ძაღლი თუ ექვემდებარება გადაყვანას, გადაგვყავს მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარში, ვუკეთებთ კასტრაციას ან სტერილიზაციას, ასევე ვაქცინაციას, ყურზე ვუკეთებთ ამ ყველაფრის დამადასტურებელ ნიშანს და უსაფრთხო მდგომარეობაში ვაბრუნებთ უკან ან მოქალაქეებთან, ვინც მასზე ზრუნვას განახორციელებს. ცხოველი კასტრაციის ან სტერილიზაციის შემდეგ ვეღარ გამრავლდება და თავის ადგილსაც იცავს, რომ სხვა ცხოველი აღარ მივიდეს. ჩვენი ბრიგადები ვარაუდობენ, რომ მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ იკლო”, – აღნიშნა ფხალაძემ.

მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2012 წელს შეიქმნა; ამავე წელს 2581 გამოძახება დაფიქსირდა, 2013 წელს – 7288; 2014 წელს – 10 872.

 

news
: news იანვარი 5, 2015 16:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics