ახალგორიდან გაუჩინარებული 19 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებული ახალგორიდან 6 თვის წინ გაუჩინარებული 19 წლის დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ იკოთს შორის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხეზე ჩამოკიდებული ნახეს.

ადგილობრივები და ახალგორის გამგებელი ვარაუდობენ, რომ 19 წლის ახალგაზრდა დიდი ხნის გარდაცვლილია და ადგილზე მისი ცხედარი რამდენიმე დღის წინ მიიტანეს.

ბაშარული 4 ივნისს ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ მილიციაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას შემდეგ დავით ბაშარული აღარავის უნახავს.

banner
წინა სტატიაშიმაწანწალა ძაღლებს დაითვლიან
შემდეგი სტატიარას განიხილავენ უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე?