ლუჟკოვს საბუთები წესრიგში ჰქონდა-ხუციშვილი განმარტებებს აკეთებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა და მას საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა.
შალვა ხუციშვილის განცხადებით, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.

”დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კონტროლი შეიძლება ძნელიცაა, ღამის მგლების, როგორც ერთიანი ჯგუფის შემოშვება არ მომხდარა”- გუგული მაღრაძე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ზუგდიდში სტუდენტებთან იმსჯელა