“კონტროლი შეიძლება ძნელიცაა, ღამის მგლების, როგორც ერთიანი ჯგუფის შემოშვება არ მომხდარა”- გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ “საქართველოს საზღვარზე ე.წ. ღამის მგლების, როგორც ერთიანი ჯგუფის გამოშვება არ მომხდარა, ვიღაცებმა ინდივიდუალურად გადმოკვეთეს საზღვარი”.
დეპუტატის შეფასებით, საზღვრის კვეთისას „კონტროლი შეიძლება ძნელიცაა“

„გარკვეულ გამწვავებაზე წასვლა ყოველ მომენტში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ცხადია, რეაგირება უნდა მისცე ფაქტს. კარგი ჟესტია იყო, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის აღმნიშვნელი ლენტები ჩამოართვეს და სხვა, მაგრამ ასეთ შემთხვევებში უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების მქონე ზოგადი სტრატეგია – როგორი იქნება ჩვენი დამოკიდებულება მსგავსი შემთხვევების დროს. არ შეიძლება ახლა ასე გავაკეთოთ და შემდეგ ისე – ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ასეთ საკითხებთან მიმართებაში” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაში„ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა” – შსს
შემდეგი სტატიალუჟკოვს საბუთები წესრიგში ჰქონდა-ხუციშვილი განმარტებებს აკეთებს