ლუკაშენკოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება – ბელორუსი ,,ძენ ვოლის,, იზეიმებს

ლუკაშენკოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 25 მარტს, ბელორუსი ხალხი, ათწლეულების შემდგომ, ქვეყნის რუსეთის იმპერიისაგან განთავისუფლებას და 1918 წელს, ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების დღეს – ,,ძენ ვოლის,, უკვე ოფიციალურად  აღნიშნავს.

1918 წლის 25 მარტს, ბელორუსის მიერ რუსეთის იმპერიისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან 100 წლის თავზე, ლუკაშენკოს ხელისუფლებამ პირველად დაუშვა ამ დღის ოფიციალური აღნიშვნა. მინსკის მერიამ უკვე გამოყო ადგილი, მასობრივი საზეიმო მსვლელობისა და კონცერტის ჩასატარებლად და ყველა ხარჯი სახელმწიფო თავის თავზე აიღო. ამასთანავე, ლუკაშენკოს ხელისუფლებამ, ბოლო დროს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც დაიწყო. როგორც დამოუკიდებელი ბელორუსული მედია აცხადებს, ,,ძენ ვოლის,, ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადებით, ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ აწყენინა რუსეთს.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან მოყოლებული, ოპოზიცია ,,ძენ ვოლის,,  ყოველ 25 მარტს არალეგალურად აღნიშნავდა და ეს ღონისძიება, მუდმივად სამართალდამცავებთან ჩხუბით და აქციის ორგანიზატორთა დაკავებებით სრულდებოდა.

banner
წინა სტატიაში  უკრაინული მედია: სააკაშვილი ჰოლანდიაში ,,ბენტლით,, გადაადგილდება
შემდეგი სტატიაინალ ტეხოვი: არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ტრავმების კვალი არ აღმოჩნდა