ინალ ტეხოვი: არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ტრავმების კვალი არ აღმოჩნდა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სამედიცინო ექსპერტიზა გამოაქვეყნა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. “ცხედრის კვლევისას აღმოვაჩინე ლაქები და სისხლჩაქცევები ზურგისა და სხეული ქვედა ნაწილში. შინაგან ორგანოებს ტრავმის ნიშნები არ აღენიშნება. ყველა ორგანო მთელია. თავის ქალა მთელია, თავის ტვინი დაზიანებული არ არის. გულის შესწავლისას აღმოჩენილ იქნა იშემიისა და გულის უკმარისობის ნიშნები, რაც ალბათ, გახდა კიდეც მისი გარდაცვალების მიზეზი ” – თქვა ტეხოვმა.

დეტალური ექსპერტიზისთვის ცხედრის ბიომასალა რუსეთშია გაგზავნილი. ექსპერტების პასუხის შემდეგ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს გადასცემენ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ე.წ. სამხრეთ-ოსეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავეს. გაქცევის მცდელობისას მესაზღვრეებმა მის მიმართ ძალა გამოიყენეს, რომლის შემდეგადაც არჩილ ტატუნაშვილი

banner
წინა სტატიაშილუკაშენკოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება – ბელორუსი ,,ძენ ვოლის,, იზეიმებს
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები მათგან განავისუფლებულ ტერიტორიაზე სამხედროებს თავს დაესხნენ