უკრაინული მედია: სააკაშვილი ჰოლანდიაში ,,ბენტლით,, გადაადგილდება

როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო, საკუთარი ხალხის მეშვეობით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ჰოლანდიაშიც უთვალთვალებს.

უკრაინული მედია, სახელისუფლო წრეებთან დაახლოებული ჟურნალისტის მიერ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, ,,ბენტლის,, მარკის ავტომობილში ზის.

,,სააკაშვილმა ჰოლანდიური ტრამვაი გასინჯა, თუმცა მიხვდა, რომ Bentley უფრო კომფორტულია,,  აცხადებს უკრაინელი ჟურნალისტი ვასილი კრუტჩაკი, ფოტოს კომენტირებისას.

გაურკვეველია, საიდან იცის უკრაინელმა ჟურნალისტმა, რომ ავტომობილი, რომელსაც ფოტოზე სხვა პირი მართავს, მუდმივად სააკაშვილს ემსახურება და მის განკარგულებაშია.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ იმსჯელეს
შემდეგი სტატიალუკაშენკოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება – ბელორუსი ,,ძენ ვოლის,, იზეიმებს