ლუკაშენკომ საბჭოთა კავშირის დაშლას მსოფლიო კატასტროფა უწოდა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას განიხილავს, როგორც კატასტროფას – ამის შესახებ მან პეკინის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა.
“საბჭოთა კავშირის დაშლას, ცალსახად კატასტროფად ვთვლი, რასაც მსოფლიოში ნეგატიური მოვლენები მოჰყვა. მისი დაშლით ჩვენ კარგი არაფერი მიგვიღია” – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსის ლიდერმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დროს შეუძლებელი იყო კონფლიქტების არსებობა, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, ან აფრიკაში. “საბჭოთა კავშირი გაქრა და მსოფლიო შეტორტმანდა. მე ამერიკელებს რა ვადანაშაულებ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მსოფლიო ირყევა” – თქვა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს, რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლაზე პასუხისმგებლობა კომუნისტურ პარტიას დააკისრა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი სვეტიცხოველში იმყოფება
შემდეგი სტატიაბრიტანელი მინისტრი: რუსეთი სირიაში მოქმედებების გამო გაირიყება