ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსებისადმი დამოკიდებულება, სირიული პოლიტიკის გამო, რთულდება. “თუკი ის გააგრძელებს მსგავსად მოქმედებას, ისინი დაკარგავენ ყველა სახის სიმპათიებს და აღფრთოვანებებს მოფლიოში” – თქვა ჯონსონმა.
მისივე ინფორმაციით, ბრიტანეთი და აშშ რუსეთზე ზეგავლენის მოხდენის გზებს განიხილავენ, რომ სირიაში პოზიციები შეაცვლევინონ.
რამდენიმე დღის წინ ჯონსონმა რუსეთს სირიის ომის გაჯანჯლებაში დასდო ბრალი.