რომის პაპი სვეტიცხოველში იმყოფება

რომის პაპი სვეტიცხოველში მივიდა. ტაძარში მას პატრიარქი, პრემიერმინისტრი, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დახვდნენ.
რომის პაპი და კათოლიკოს პატრიარქი სვეტიცხოველში შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

პაპ ფრანცისკეს ტაძრის შესასვლელთან აქციით და შეძახილებით რამდენიმე სასულიერო პირი და მოქალაქეების ერთი ჯგუფი დახვდა.

აქციაზე მყოფმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ სვეტიცხოველში რომის პაპის შესვლის შემდეგ მრევლი დალოცა და დაშლისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიალეპოში საავადმყოფოები ისევ დაიბომბა
შემდეგი სტატიალუკაშენკომ საბჭოთა კავშირის დაშლას მსოფლიო კატასტროფა უწოდა