ლუკაშენკომ პრესკონფერენციის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა

ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენოს პრესკონფერენცია 7 საათი და 21 წუთი გრძელდებოდა. პრეზიდენტთან “დიდ დიალოგზე” მოწვეული იყო დაახლოებით 50 ჟურნალისტი.
პრეს-კონფერენციაზე ლუკაშენკომ რუსეთს, სასაზღვრო ზონების დარღვევის გამო საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დასდო ბრალი, გარდა ამისა, ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მათ გაზზე მაღალი ტარიფის კომპენსირებას დაპირდა, რაც არ შეუსრულებია.

ლუკაშენკომ წინა რეკორდი 2015 წელს დაამყარა – მაშინ მისი პრეს-კონფერენცია 7 საათი და შვიდი წუთი გაგრძელდა – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიაშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს
შემდეგი სტატიათეთრი სახლი კუბასთან პოლიტიკას გადახედავს