ლუკაშენკო პუტინს ახალ კრედიტზე მოელაპარაკა

მინსკი მოსკოვიდან ახალ კრედიტს მიიღებს. ეს ცნობილი გახდა ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ, რომელიც 13 აპრილს სანკტ-პეტერბურგში შედგა. მიმდინარე წელს ისინი უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. რუსული და ბელორუსული მედია კრედიტის რაოდენობაზე არ წერს.
ფინანსური მხარდაჭერის გარდა პუტინმა და ლუკაშენკომ მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს, მათ შორის, ენერგეტიკის, საბაჟო და საგადასახადო სფეროებში.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის წყალობით ბელორუსი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს წარმატებით უმკლავდება. დასავლეთის სანქციებს მან “ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ ტერორი” უწოდა.

ევროკავშირმა მინსკს 24 ივნისს დაუწესა სანქციები.

banner
წინა სტატიაშითალიბებმა უიარაღო ტყვეები დახოცეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მსხვერპლი არის 5 ივლისის მსხვერპლი