თალიბებმა უიარაღო ტყვეები დახოცეს

რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” ბოევიკებმა ავღანეთის არმიის 22 უიარაღო ჯარისკაცი დახოცეს. ვიდეო რამდენიმე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა, მათ შორის “სიენენმა”. ვიდეო თვითმხილველების მიერ არის გადაღებული. მოკლე ვიდეოში ჩანს, რომ შენობიდან უიარაღო მამაკაცები გამოდიან, შემდეგ უცნობები სროლას იწყებენ ყვირილით “ალაჰუ აკბარ”.
ტელეკომპანიას წყაროებმა დაუდასტურეს, რომ დახვრეტილები სამთავრობო ჯარის ჯარისკაცები იყვნენ.

ავღანეთში სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-მ და ნატომ ჯარები გაიყვანა ქვეყნიდან. უკანასკნელი მონაცემებით “თალიბები” ქვეყანის ტერიტორიის 40%-ს აკონტროლებენ უკვე.

banner
წინა სტატიაში„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე სიღრმისეულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს
შემდეგი სტატიალუკაშენკო პუტინს ახალ კრედიტზე მოელაპარაკა