ლუკა კურტანიძე:„შოკირებული ვარ გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით”

lukaსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე „ქართული ოცნების“ ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„შოკირებული ვარ. გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით. კი არ უნდა წავიდეს, გაეთრეს დროზე „ქართული ოცნებიდან“. ყველა ჭრილობა სისხლის, სიკვდილის, რაც ერთან ერთად გამოვიარე განმიახლდა. ასეთი ადამიანები ერის კაცის შექმნილ იდეაში და მითუმეტეს, მის სახლოვეს ვერ იქნება. სიმწირის ცრემლები მახრჩობს. დავით კოღუაშვილო!!!“, – წერს ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ ახალმა წევრმა დავით კოღუაშვილმა „ქართულ გაზეთთან“ საუბრისას პარტიისთვის არასასურველი წევრების ვინაობა დაასახელა. ის თამაზ მეჭიაურს და გოგი თოფაძეს სიაში ვეღარ ხედავს.

ამასთან, კოღუაშვილი კრიტიკის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დროს გატარებულ რეფორმებსაც აღნიშნავს და არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მერს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუხდეს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ გუნავა: “ესე თავხედურად ვერავინ გაბედავდა მოეკლა ჩვენი მოქალაქე”
შემდეგი სტატიაგიორგი სიბაშვილი: „დღეს „ქოცობა“ მაგრად „ტეხავს“!