ლუკა კალანდია : მიხეილ კალანდიას დაკავების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, არც არსებობს და ვერც იარსებებს

მიხეილ კალანდიას დაკავების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, არც არსებობს და ვერც იარსებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახი მიხეილ კალანდიასთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მტკიცებულებები იგივეა რაც აქამდე იყო – არასაკმარისი მისი დაკავებისთვის. ველოდებით სამართლიან სასამართლოს, სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენი ოჯახის პოზიციას, პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატი გააჟღერებს. ჩვენ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ შევეგუებით, თუ მოსამართლის მხრიდან აღკვეთი ღნისძიების სახით პატიმრობა იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

რაც შეეხება მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს რკინის ნაჭერს ურტყამს, ლუკა კალანდის თქმით, ეს აბსოლუტური ტყუილია.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე ჯერ არ არის დასახელებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, მისი შემცვლელის თაობაზე კი, სპეკულაციებს ვხედავთ
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა