მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. დაკავებულ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ადანაშაულებენ. უფლებადამცველი ამბობს, რომ მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, დღეს კი მათ ძალა აქვს დაკარგული. გარდა ამისა, უფლებადამცველის განცხადებით, არ არსებობს პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი, რადგან გამოძების ყველა ეტაპზე მიხეილ კალანდია თანამშრომლობდა, მას არ დაუტოვებია ქვეყანა და არ მიმალულა.

banner
წინა სტატიაშილუკა კალანდია : მიხეილ კალანდიას დაკავების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, არც არსებობს და ვერც იარსებებს
შემდეგი სტატიაივანიშვილს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც მას შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები – რომან გოცირიძე