ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ TASS-თან ინტერვიუში ლუგარის ცენტრის მუშაობასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობაზე ისაუბრა.

ზახაროვამ თქვა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია და აშშ-ის მოქმედებების გამო და სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ ვაშინგტონისგან პასუხებს მოითხოვს.

კითხვას – მიიღებს თუ არა რუსული მხარე რაიმე ზომებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბიოლაბორატორიებში აშშ-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე კონტროლის გასაზრდელად, მან უპასუხა, რომ შესაბამისი მექანიზმის ამოქმედებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

“დიახ, ვაპირებთ უახლოეს მომავალში გავააქტიუროთ მექანიზმები ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის V-VI მუხლების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს კონვენციის მიზნებთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. ასევე, თანამშრომლობას კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე გამოძიების ჩასატარებლად”, – თქვა ზახაროვამ.

ჟურნალისტის კითხვას, ცნობილია თუ არა, პოსტსაბჭოთა რომელ ქვეყნებში ატარებს აშშ ბიოლოგიურ კვლევებს, მან ასე უპასუხა:

“ლუგარში, სადაც მუდმივ რეჟიმშია განლაგებული აშშ-საქართველოს არმიის სამედიცინო კვლევის ადმინისტრაცია. რუსმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, ასევე, ქართველმა ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს აშშ-ის მიერ კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ბიოლოგიური ობიექტის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები მწერების განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური და ინფექციური აგენტების მატარებლებად გამოყენებაზე”, – თქვა მარია ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინაში სარეზერვო ბატალიონების გამოსაყენებლად ემზადება – ბრიტანული დაზვერვა
შემდეგი სტატიაუკრაინის ტერიტორიაზე 30 მილიონ ტონამდე მარცვლეული ინახება, რომელიც ექსპორტს საჭიროებს – უკრაინული მხარე