უკრაინის ტერიტორიაზე 30 მილიონ ტონამდე მარცვლეული ინახება, რომელიც ექსპორტს საჭიროებს – უკრაინული მხარე

უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტისთვის ორი მარშრუტი შექმნა პოლონეთისა და რუმინეთის გავლით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი სენიკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან სურსათის ექსპორტისთვის მესამე დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ეს მარშრუტები იდეალური არ არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ განსავითარებლად“, – აცხადებს სენიკი.

სენიკმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 30 მილიონ ტონამდე მარცვლეული ინახება, რომელიც ექსპორტს საჭიროებს.

banner
წინა სტატიაშილუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს – ზახაროვა
შემდეგი სტატიაუკრაინულმა რაკეტამ რუსული ვერტმფრენი გაანადგურა , სადაც 17 სამხედო იმყოფებოდა