ანი წითლიძე:”ლოთი ქობალია მოვაჭრე ქალების ბაზრიდან “ყურებით გამოთრევას დაპირდა”

“ბაზრის სავალი ნაწილები (რომელიც მერიამ გაყიდა და იყიდა კომპანია ლონდასტემ, ზუგდიდის პოლიციის უფროსის ახლო ნათესავმა) და რომელზედაც ომი გვაქვს მოვაჭრეებთან ერთად უკვე სამი თვეა და ღამეებს ვათევთ, ირკვევა რომ გუშინ ლოთი ქობალიას გადაუფორმეს, რომელიც მოვაჭრე ქალებს მაგ ბაზრიდან “ყურებით გამოთრევას დაპირდა”-წერს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდძე.
კორმას ბიცოლა იყოს უკვე არ აწყობთ ამიტომ გამოსავალი იპოვეს ფორმალურად გადაუფორმონ და ლოთიმ “იბრძოლოს” მოვაჭრეების წინააღმდეგ.
ფეხი არ წაიტეხოს ლოთი ქობალიამ -ჩემგან გადაეცით სანამ მოვაჭრეებს შეეხება. მითუმეტეს სასამართლო დავა არსებობს.
გარდა ამისა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან მოსარჩელე მხარის დოკუმენტაცია “რატომღაც” ჟონავს. მაგალითად, შეტანილ სარჩელზე დატანებული დოკუმენტაცია როგორღაც პირდაპირ სასამართლოდან აღმოჩნდა კომპანია ლონდატეს ერთ ერთი მფლობელის ხელში. (აღსანიშნავია რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მუშაობს ლონდასტეს ერთ ერთი მფლობელის ოჯახის წევრი -კერძოდ და და სიძე)
თვალს გადევნებთ ლოთისაც და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსაც-წერს ანი წითლიძე

banner
წინა სტატიაშიერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ
შემდეგი სტატიამარტვილის მუნიციპალიტეტის 17 სოფლის რწმუნებული და მათი ხელმძღვანელი სასამართლომ სამსახურში აღადგინა