ლოს-ანჯელესის აეროპორტში მგზავრის ჩანთაში იარაღი ვერ შეამჩნიეს

ქალი-პოლიციელი ლოს-ანჯელესიდან ტაივანში ისე გავფრინდა, რომ ჩანთიდან იარაღის ამოღება დაავიწყდა. ხელჩანთის სკანირებისა და შემოწმების შედეგადაც ჩანთაში ჩადებული ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოაჩინეს. 42 წლის პოლიციის ოფიცერი ნოელ გრანტი შვებულების გასატარებლად მიფრინავდა ტაივანის დედაქალაქში. მას იარაღის შესახებ მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა ტაიბეში გადაჯდომას ელოდებოდა. ქალმა მომხდარის შესახებ ადგილობრივ მთავრობას შეატყობინა, მათ სიტუაციაში გარკვევამდე ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს ქალს.
აშშ-ს მთავრობამ აღიარა, რომ ლოს-ანჯელესში პროცედურა დარღვევით ჩატარდა. “დამნაშავეებს ვიპოვით” – განაცხადეს აშშ-ს ტრანსპორტის უშიშროების სამმართველოში – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიპარიზის თავდასხმებში მეორე ეჭვმიტანილი ბელგიის პოლიციაში გამოცხადდა
შემდეგი სტატიააშშ ასანჟის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს