აშშ ასანჟის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ამერიკის მთავრობა Wikileaks-ის დამაარსებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს – ამერიკული მედია ავრცელებს. იუსტიციის მინისტრმა ჯეფ სენშნსმა განაცხადა, რომ ასანჟი აშშ-ს ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გასულ კვირას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა მაიკ პომპეომ Wikileaks-ი დაახასიათა როგორც მტრული გვერდი, რომელიც რუსეთს ეხმარება, ასანჟს კი “თაღლითი” უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონის შტაბის ელექტრონული ფოსტა რუსებმა გატეხეს, დემოკრატების მიმოწერის ფაილები კი Wikileaks-მა გაავრცელა, რომელმაც, თავის მხრივ გავლენა იქონია არჩევნებზე.
რუსეთის მთავრობა ამერიკის არჩევნებში ჩარევის ფაქტს უარყოფს.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშილოს-ანჯელესის აეროპორტში მგზავრის ჩანთაში იარაღი ვერ შეამჩნიეს
შემდეგი სტატიაფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა