Los Angeles Times: ვლადიმერ პუტინი ელოდება შანსს, საქართველო დააბრუნოს მოსკოვის ორბიტაზე

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ სურათს ვრცელ სტატიას უძღვნის Los Angeles Times. მასში ნათქვამია, რომ 5%-იანი მხარდაჭერით, პარლამენტში შესული ულტრა ნაციონალისტური ძალა, ნამდვილ თავსატეხს უქმნის ორ პრო დასავლურ დომინანტ პარტიას.

მათი მოხვედრა პარლამენტში კი იმით არის ახსნილი, რომ განაწყენებული მოქალაქეების ნაწილმა მხარი სწორედ მათ დაუჭირა, რომლებსაც რუსული პროპაგანდისტული მედიაც უმყარებს საზოგადოებაში პოზიციებს.

სტატიის ავტორის თქმით, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა თანხმდება საქართველოს დასავლურ კურსზე, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ბევრს აწუხებს დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილს ახლო კავშირები რუსეთთან.

“ამ ყველაფრის ფონზე კი ვლადიმერ პუტინი ელოდება შანსს, საქართველო დააბრუნოს მოსკოვის ორბიტაზე,” – ლოს ანჯელეს თაიმსი წერს, რომ სხვა ქართული წინასაარჩევნიო კამპანიების მსგავსად, პროცესს მშვიდად ამჯერადაც არ ჩაუვლია, იყო ფიზიკური დაპირისპირებები და გავრცელდა ფარული ვიდეო ჩანაწერებიც.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში
შემდეგი სტატია“ჩვენ, კიდევ ერთხელ ვუთხარით არა ძალადობას, ადამიანის ღირსების შელახვას და შიშზე დამყარებულ ძალაუფლებას”